პროგრამები

კორპორატიული იოგა

სამუშაო ადგილზე ინტერვენციები ამცირებს სტრესს & აუმჯობესებს კეთილდღეობას

თანამედროვე სამუშაო გარემოში კორპორატიული იოგა & მაინდფულნესზე დაფუძნებული პროგრამები. ხელი შეუწყე შენი გუნდის კეთილდღეობას, კონცენტრაციის გაუმჯობესებას და მედეგობას სტრუქტურირებული, მტკიცებულებაზე დაფუძნებული იოგას და მაინდფულნეს პროგრამებით, რომლებიც განკუთვნილია სამუშაო გარემოს გაჯანსაღებისთვის. კორპორატიული იოგას მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს სტრესის შემცირებაში, გააუმჯობესოს სხეულის პოზიცია, ემოციური რეგულაცია და სამსახურთან დაკავშირებული ფუნქციონირება. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ემსახურება ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის შენებას.

რისი გაკეთება შემიძლია თქვენი კომპანიისთვის?

1

მაინდფულ (გაცნობიერებული) იოგა & სუნთქვა

გიდირებული მოძრაობა და სუნთქვის კონტროლის სესიები შექმნილია იმ მიზნით, რომ შეამციროს სტრესის დონე, შეგმატოთ მეტი ენერგია და გააქტიუროს პარასიმპათეტიკური ნერვული სისტემა. ეს პრაქტიკები აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, მედეგობას და ეხმარება დასაქმებულებს იპოვონ უფრო მეტი სიმყარე, სიცხადე და სიმშვიდე.

ფუნდამენტური იოგას ასანები (პოზები) გასწავლით სუნთქვაზე ფოკუსირებას — დაიწყებთ იმის შემჩნევას, თუ როგორ იცვლება სუნთქვის დინამიკა და ხდება უფრო შეზღუდული მაშინ, როდესაც ჩვენს გონებას იპყრობს შიში და შინაგანი წინააღმდეგობის შეგრძნება. სუნთქვაზე ყურადღების გადატანით, სუნთქვა თავად ხდება უფრო მშვიდი და თანაბარი. სტაბილურობა და სიმარტივის შეგრძნება არის ასანას პრაქტიკისთვის დამახასიათებელი ელემენტები.

2

მენტალური სიცხადე & კონცენტრაცია

მაინდფულნესზე დაფუძნებული ტექნიკები დასაქმებულებს ასწავლის ისეთ ფუნდამენტურ უნარებს, როგორიცაა: ყურადღების მოკრება, თვით-ზრუნვა და ემოციური და ქცევითი თვით-რეგულაცია. ეს სესიები ორიენტირებულია მედეგობის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით როდესაც სახეზეა სტრესი; აუმჯობესებს ადამიანის ზოგად კეთილდღეობას, კარგად ყოფნის ხარისხს და კონცენტრაციის უნარს პროფესიულ გარემოში.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ისწავლოთ სტრატეგიები და პრაქტიკები, რათა თავად არეგულიროთ ყურადღების ფოკუსი, ემოციები და ქცევები და უფრო მეტად იზრუნოთ საკუთარ თავზე.

„ნამდვილი მოგზაურობა არ არის მხოლოდ ახალი ადგილების აღმოჩენა, არამედ ახალი თვალების ქონაა“

— მარსელ პრუსტი

თავად ხდები ის, რასაც უთმობ ყურადღებას. იოგას და მაინდფულნეს პრაქტიკები დაგეხმარება უფრო მეტად ღია იყო ახალი გამოცდილებებისადმი და შეითვისო ახალი შეგრძნებები.

დაჯავშნე უფასო კონსულტაცია  →

სამუშაო ადგილზე კეთილდღეობის პროგრამები

კორპორატიული იოგა

იოგა@სამსახური — 4-კვირიანი პროგრამა

01

ოთხკვირიანი კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამა ემსახურება ფიზიკური დაძაბულობის შემცირებას, სხეულებრივი პოზიციის გაუმჯობესებას, სამსახურთან დაკავშირებული სტრესის ეფექტურ მართვას და სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული შფოთვების შემცირებას.

მოიცავს

  • ·4 გიდირებული იოგა სესია (ასანების პრაქტიკა)
  • ·პირისპირ სესიები (60 წუთი)
  • ·მსუბუქი მოძრაობა
  • ·სუნთქვის კონტროლის პრაქტიკა სტრესის დონის რეგულირებისთვის
  • ·მოკლე რელაქსაცია სესიის ბოლოს
  • ·მორგებულია ყველა დონის მონაწილეზე

სარგებელი

  • ·კისრის, ბეჭების & ზურგის ტკივილის შემცირება
  • ·კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება
  • ·სტრესის მართვა
  • ·კოგნიტური ფუნქციონირების გაუმჯობესება

1,400 – 1,800 ლარი · 4 სესია

კონტაქტი →
კორპორატიული იოგა

იოგა@სამსახური — 8-კვირიანი ინტენსიური პროგრამა

02

რვაკვირიანი კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამა ემსახურება ფიზიკური დაძაბულობის შემცირებას, სხეულებრივი პოზიციის გაუმჯობესებას, სამსახურთან დაკავშირებული სტრესის ეფექტურ მართვას და სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული შფოთვების შემცირებას.

მოიცავს

  • ·8 გიდირებული იოგა სესია (ასანების პრაქტიკა)
  • ·პირისპირ სესიები (60 წუთი)
  • ·მსუბუქი მოძრაობა
  • ·სუნთქვის კონტროლის პრაქტიკა სტრესის დონის რეგულირებისთვის
  • ·მოკლე რელაქსაცია სესიის ბოლოს
  • ·მორგებულია ყველა დონის მონაწილეზე

სარგებელი

  • ·ემოციური და ქცევითი რეგულირება
  • ·სხეულებრივი პოზიციის გაუმჯობესება & მჯდომარე ცხოვრების სტილთან დაკავშირებული ჩივილების შემცირება
  • ·რეაქციული ქცევების შემცირებული ხარისხი
  • ·ინტერპერსონალური ქცევის გაუმჯობესება
  • ·სტრესის მართვა
  • ·კოგნიტური ფუნქციონირების გაუმჯობესება

350 – 450 ლარი · 1 სესია

2,800 – 3,600 ლარი · 8 სესია

კონტაქტი →
მაინდფულნესი

მაინდფულნესი სამსახურში — 4-კვირიანი პროგრამა

შესავალი მაინდფულნესში (IM)

03

ინტერაქციული სესიების სერია, რომელიც დასაქმებულებს დაეხმარება მენტალური სიცხადის მიღწევაში და ყურადღების გაუმჯობესებაში.

მოიცავს

  • ·4 პირისპირ სესია (1.5 საათი)
  • ·გიდირებული მედიტაცია
  • ·თვით-რეგულაციის & კონცენტრაციის პრაქტიკები
  • ·პრაქტიკული, ყოველდღიური რუტინა
  • ·ადგილზე · მორგებულია ყველა დონეზე

სარგებელი

  • ·სტრესის დონის შემცირება
  • ·ემოციური სტაბილურობის მიღწევა
  • ·ინტერპერსონალური ქცევის გაუმჯობესება
  • ·ყურადღების უნარის გავარჯიშება
  • ·„დამიწების“ სტრატეგიის გამოყენება სტრესულ სიტუაციებში

1,200 – 1,600 ლარი · 4 სესია

კონტაქტი →
მაინდფულნესი

მაინდფულნესი სამსახურში — 8-კვირიანი პროგრამა

მაინდფულნესზე დაფუძნებული კოგნიტური თერაპია ცხოვრებაში (MBCT-L)

04

ინტერაქციული სესიების სერია, რომელიც დასაქმებულებს დაეხმარება მენტალური სიცხადის მიღწევაში და ყურადღების გაუმჯობესებაში.

მოიცავს

  • ·8 პირისპირ სესია (2 საათი)
  • ·გიდირებული მედიტაცია
  • ·თვით-რეგულაციის & კონცენტრაციის პრაქტიკები
  • ·პრაქტიკული, ყოველდღიური რუტინა
  • ·ადგილზე · მორგებულია ყველა დონეზე

სარგებელი

  • ·სტრესის დონის შემცირება
  • ·ემოციური სტაბილურობის მიღწევა
  • ·ინტერპერსონალური ქცევის გაუმჯობესება
  • ·ყურადღების უნარის გავარჯიშება
  • ·„დამიწების“ სტრატეგიის გამოყენება სტრესულ სიტუაციებში

2,400 – 3,200 ლარი · 8 სესია

კონტაქტი →
კორპორატიული რითრითი

კორპორატიული კეთილდღეობის რითრითი

05

სრული ან ნახევარდღიანი მდიდარი გამოცდილება, რომელიც აერთიანებს იოგას და მაინდფულნეს პრაქტიკებს. ეს პროგრამა შექმნილია ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, ენერგიის განახლებისთვის და გუნდური კულტურის გაუმჯობესებისთვის. ტარდება ადგილზე — თქვენს ოფისში (თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები) ან წინასწარ შეთანხმებულ ალტერნატიულ ლოკაციაზე.

ნახევარდღიანი რითრითი

3 – 4 საათი

  • ·2 ან 3 სესია (დილის გაცნობიერებული მოძრაობა, სუნთქვის კონტროლი, რელაქსაცია)
  • ·მოკლე მაინდფულნეს ვორქშოპი
  • ·გუნდური მუშაობის პრაქტიკა მსუბუქი მოძრაობებით
  • ·ადგილზე, ოფისში ან წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე
  • ·იოგა / მაინდფულ მოძრაობის სესიები
  • ·გიდირებული სუნთქვის კონტროლის & რელაქსაციის პრაქტიკა
  • ·ჯგუფური რეფლექსიის ფასილიტაცია

ფასი

2,000 – 3,000 ლარი

საუკეთესოა: გუნდური გაჯანსაღების დღეებისთვის, ლანჩის & სწავლების გაფართოებული პროგრამებისთვის, სამუშაო ადგილზე კეთილდღეობის განსაკუთრებული დღეებისთვის.

სრულდღიანი რითრითი

6 – 7 საათი

  • ·4 ან 5 სესია: დილის გამაჯანსაღებელი იოგა, შუადღის მაინდფულნეს ვორქშოპი, ძალების აღდგენის სესია
  • ·მაინდფულ შესვენებები, ინტეგრირებული სამუშაო გრაფიკში
  • ·გიდირებული ჯგუფური რეფლექსია & მიზნების დასახვა
  • ·გაფართოებული იოგას პროგრამა + მოძრაობა
  • ·განათლება ცნობიერ პრაქტიკებზე + გამოცდილებაზე დაყრდნობილი სწავლება
  • ·ჯგუფური სუნთქვის პრაქტიკა & რელაქსაციის სავარჯიშოები
  • ·დამატებით თემატური მინი-ვორქშოპი (სტრესის მართვა, მედეგობა, სხეულებრივი პოზა)

ფასი

3,500 – 5,500 ლარი

15%

ფასდაკლება ყველა პროგრამაზე

უფასო

საცდელი სესია

დღგ-ს გარეშე

ფასები

ი/მ მარიამ თოქმაზიშვილი · ს/ნ 01001054291

შექმნილია თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის

ინდივიდუალური მიდგომა კორპორატიული კეთილდღეობის გაჯანსაღების მიზნით, შექმნილი თქვენი ორგანიზაციისთვის

ყველა კომპანიას აქვს თავისი რიტმი და კულტურა; დასაქმებულებს, როგორც ინდივიდებს და როგორც გუნდურად მოთამაშე ერთობას, აქვთ განსხვავებული საჭიროებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვქმნი პროგრამებს, რომლებიც ადაპტირებულია კონკრეტულად გუნდზე, ორგანიზაციაზე და კორპორატიულ კულტურაზე. გთავაზობთ საცდელ სესიებს, ასევე გრძელვადიან პროგრამებს, რომელსაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები, ენერგიის მატება, კონცენტრაციის გაუმჯობესება და მოტივაციის ამაღლება.

დასაქმებულთა მენტალური კეთილდღეობა და მათი უსაფრთხოება არის ღირებული აქტივი კომპანიის ზრდის პოტენციალის გაფართოების მიზნით. კეთილდღეობა განიმარტება შემდეგნაირად: „ეს არის მდგომარეობა, როდესაც მიიღწევა წარმატებული საქმიანობა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ფიზიკურ, კოგნიტურ და სოციო-ემოციურ გამართულ ფუნქციონირებას“. ეს არის სფერო, რომელიც მნიშვნელოვანია და შესაძლებელია მისი კულტივირება სამუშაო პროცესში სპეციალური პროგრამების დანერგვით.

დავეხმარები კომპანიებს ჯანსაღი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებაში, რაც მიიღწევა სწორედ დასაქმებულთა კეთილდღეობის გაუმჯობესებით, სტრესის დონის შემცირებით და სამუშაოს შესრულებასა და ჰოლისტურ ჯანმრთელობას შორის წონასწორობის დაცვით. კორპორატიული პროგრამები თავის თავში აინტეგრირებს სტრესის მართვის კომპონენტს მაინდფულნეს პრაქტიკებით, იოგას ასანების შესრულებით, სუნთქვის კონტროლის სავარჯიშოებით და ნერვული სისტემის რეგულაციით — ეს ყველაფერი ერთად კი ინდივიდებს ასტიმულირებს, რომ იყვნენ უფრო მეტად კონცენტრირებულნი, მიაღწიონ მედეგობას და ჰქონდეთ მეტი შინაგანი ენერგია.

იოგას და მაინდფულნესის ფუნდამენტური მოქმედების მექანიზმი გადის პერსპექტივის, ხედვის ცვლილებაში: ნაცვლად იმისა, რომ ინდივიდი ჩაიძიროს პერსონალურ დრამაში, რაც შესაძლოა მისი ქცევითი პატერნი იყოს, ცნობიერი პრაქტიკების დახმარებით ჩვენ ვახდენთ დისტანცირებას და უბრალო დამკვირვებელი, მოწმე ვხდებით ყოველივე იმისა, თუ რა ხდება ჩვენს გონებაში. როდესაც ფიზიკურ მოძრაობებს ასრულებთ გაცნობიერებულად, ამ პროცესში ჩვენ ვაკვირდებით სხეულებრივ შეგრძნებებს, აზრებს და გრძნობებს და შედეგად ვქმნით, ვაფართოვებთ სივრცეს, რომ ამ ყველა შეგრძნებას უბრალოდ ყოფნის უფლება მივცეთ.

მენტალური კეთილდღეობით მიიღწევა მდგრადი წარმატება

დაჯავშნე პირველი საკონსულტაციო ზარი და გაიგე მეტი, თუ როგორ შემიძლია დაგეხმაროთ

  • გუნდის კონცენტრაციის უნარის და პროდუქტიულობის გაზრდაში
  • გრძელვადიანი კეთილდღეობის მიღწევაში თანამედროვე პოსტურალური იოგას პრაქტიკით და მაინდფულნეს მედიტაციით
  • უფრო ჯანსაღი და მტკიცე კორპორატიული კულტურის შექმნაში იოგას და მაინდფულნეს პრაქტიკების კულტივირების საშუალებით
დაჯავშნე კონსულტაცია  →