ვინ ვარ მე?

მარიას შესახებ

Maria Tokmazishvili — yoga and mindfulness teacher

მარია (მარიამ) თოქმაზიშვილი

იოგას ინსტრუქტორი & მაინდფულნეს მასწავლებელი · თბილისი

სტილი

ჰათჰააშთანგა ვინიასაინი / Yinმაინდფულ (გაცნობიერებული) იოგა

ენები

ქართულიინგლისური

ჩემი ისტორია

მე ვარ მარია (მარიამ) თოქმაზიშვილი, იოგას და მაინდფულნესის (Mindfulness) სერტიფიცირებული მასწავლებელი. ხელს ვუწყობ სამუშაო ადგილზე კეთილდღეობის გაუმჯობესებას. გთავაზობთ მშვიდ, დაბალანსებულ პრაქტიკებს, რომ შეძლოთ ცხოვრების ჩქარი ტემპის შენელება, საკუთარ თავთან კავშირი და სტრესთან მარტივად გამკლავება. ჩემი სესიები ქმნის გარემოს, სადაც გუნდს და ინდივიდებს შეეძლებათ ენერგიის აღდგენა, ბალანსირება, აქ და ახლა ყოფნის შემოტანა მეტი მზრუნველობით პროფესიული და პირადი ცხოვრების ასპარეზზე.

მე ვარ აშთანგა იოგას სერტიფიცირებული ინსტრუქტორი (TTC 200). განათლება მაქვს მიღებული ჰელსინკის უნივერსიტეტში სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. სანამ იოგა შემოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში, ვცეკვავდი 10 წლის ასაკიდან და ვმონაწილეობდი თანამედროვე ლათინო-ამერიკული და ევროპული ცეკვების კონკურსებში. რეგულარულად ვიყავი დაკავებული სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით: ცხენოსნობა, ცურვა, თხილამურებზე სრიალი, პილატესი და კრივი.

იოგა არის ჩემი სულიერი საზრდო, რომელსაც მოაქვს შინაგანი წონასწორობა, დისციპლინა და შინაგანი სიმშვიდე. ჩემს გაკვეთილებზე მონაწილეები თავად ქმნიან ისტორიებს და სწავლობენ უსმინონ ერთადერთ საუკეთესო მეგობარს დედამიწაზე — შინაგან ხმას, მეს. სხვადასხვა ასანების შესრულებით, სუნთქვის კონტროლით და მედიტაციით, თქვენ ისწავლით მოთმინებას, საკუთარ თავზე ზრუნვას და შემოიტანთ მეტ მადლიერებას თქვენს ცხოვრებაში. საკუთარ თავზე ვისწავლე, რომ იოგა უფრო მეტია ვიდრე სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკა; ის გამოგზაურებს შინაგან სამყაროში, რითიც უკავშირდები საკუთარ მეს.

გავლილი მაქვს ოქსფორდის მაინდფულნესზე დაფუძნებული კოგნიტური თერაპიის კურსი და მაქვს ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი სესიები არის პრაქტიკული და მორგებულია თანამედროვე სამუშაო გარემოზე, რათა უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და ადამიანებმა იპოვონ სიმშვიდე ქაოტურ სამყაროში.

სერტიფიკატები & პროფესიული განათლება

  • TTC 200 — აშთანგა იოგას სერტიფიცირებული ინსტრუქტორი — პირადი პრაქტიკა 5+ წელი
  • MBCT-L — მაინდფულნესზე დაფუძნებული კოგნიტური თერაპია ცხოვრებაში — ოქსფორდის მაინდფულნეს ფონდი
  • 8-კვირიანი MBCT-L კურსი — ოქსფორდის მაინდფულნეს ფონდი
  • 8-კვირიანი MBSR კურსი — მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის შემცირების პროგრამა
  • 8-კვირიანი კურსი „Deeper Mindfulness“ — ოქსფორდის მაინდფულნეს ფონდი
  • MSc — სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი — ჰელსინკის უნივერსიტეტი
  • MSc — გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • BA — ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი — თსუ

მზად ხარ, რომ ერთად გავიაროთ პრაქტიკა?